მაჭარაშვილი: „იგლ ჰილსთან“დაკავშირებით, ის პროვოკაციული განცხადებები, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებდა, მათ შორის ფასებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსაფუძვლო აღმოჩნდა და აღმოჩნდება ყოველთვის
„იგლ ჰილსთან“დაკავშირებით, ის პროვოკაციული განცხადებები, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებდა, მათ შორის ფასებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსაფუძვლო აღმოჩნდა და აღმოჩნდება ყოველთვის“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დეზინფორმაციული კამპანია ყოველთვის დამარცხდება, რადგან დღეს, საქართველოში საზოგადოება ძალიან კარგად აზროვნებს.
„რა თქმა უნდა, ასეთი დიდი ინვესტიცია საქართველოში ეკონომიკას წინ წასწევს. ეკონომიკა, რომ წინ წავა, ბუნებრივია, ქვეყანა სუვერენიტეტს უფრო კარგად დაიცავს. ეს, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობას“ არ უნდა. არ უნდა „ნაცმოძრაობის“ პატრონებს უცხოეთში. ამიტომაც არის, რომ ასეთი დიდი ინვესტიციის ჩამდები ორგანიზაციის „იგლ ჰილსის“ მიმართ აქვთ ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება. სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია, მათ შორის, ფასებთან დაკავშირებით, თითქოს ისეთი ფასები იქნება, რომ საქართველოს მოქალაქე ამას ვერ შეიძენს... ყველამ დაინახა, რომ ეს ასე არ არის, უკვე ფასებიც გამოქვეყნდა.
აბსოლუტურად საშუალო ფასია, რაც ზოგადად არსებობს სამშენებლო ბიზნესში საქართველოში. რაც ყველაზე მთავარია, ის პროვოკაციული განცხადებები, რასაც ისინი ავრცელებდნენ, აბსოლუტურად უსაფუძვლო აღმოჩნდა და აღმოჩნდება ყოველთვის.
გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, რომ ასეთი დეზინფორმაციული კამპანია ყოველთვის დამარცხდება, რადგან დღეს, საქართველოში საზოგადოება ძალიან კარგად აზროვნებს და ძალიან კარგად არჩევს ვინ რა განცხადებას აკეთებს საქართველოს სასარგებლოდ თუ საქართველოს საწინააღმდეგოდ“, - აცხადებს მაჭარაშვილი.