ლევან მახაშვილი: თუკი ვინმე ანტიევროპულ თუ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, ეს თავად ბრიუსელია, თავად ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თავის დროზე უკრაინას აბრუებდნენ ცრუ დაპირებებით
„თუკი ვინმე ანტიევროპულ თუ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, ეს თავად ბრიუსელია, თავად ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თავის დროზე უკრაინას აბრუებდნენ ცრუ დაპირებებით“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლებან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ის გამოცემა „პოლიტიკოს“ სტატიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს.
ლევან მახაშვილის თქმით, ეს სცენარი ყველასათვის დიდი ხნის წინ იყო ცნობილი, ხოლო ზელენსკის მხრიდან ორბანის მისამართით მუქარა ყოვლად მიუღებელია.
„პირველ რიგში, სრულიად გაუგონარია ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიდერზე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ეს არაფერში ჯდება. რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან და ნატოს მხრიდან აქამდეც ვიხილეთ, ეს არის ის დასასრული, რაც წინასწარ იყო ცნობილი. უკრაინის არც ნატოში მიღებას აპირებდნენ, არც ევროკავშირის მიღებას აპირებენ და ახლა ნელ-ნელა აპარებენ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს.
თუკი ვინმე ანტიევროპულ კამპანიას თუ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, ეს თავად ბრიუსელია, თავად ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თავის დროზე უკრაინას აბრუებდნენ ცრუ დაპირებებით“, - აცხადებს მახაშვილი.