Loading data...
ლევან მახაშვილი: ტრამპის გადაწყვეტილება ლოგიკურია, NED-ი საგარეო ჩარევების ერთ-ერთი მედროშე იყო

„პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან, USAID-თან ერთად NED-ი საგარეო ჩარევების ერთ-ერთი მედროშე და მებაირაღე იყო, მათ შორის საქართველოშიც“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, NED-ისთვის დაფინანსების შეჩერება ნიშნავს, რომ საქართველოში ნაკლები ფული დაიხარჯება ძალადობასა და უკანონო საქმიანობაზე.

„პრეზიდენტ ტრამპის ეს გადაწყვეტილება არის ლოგიკური პრინციპში იმიტომ, რომ USAID-თან ერთად საგარეო ჩარევების ერთ-ერთი მედროშე და მებაირაღე იყო, ასევე ამერიკული ფონდი NED-ი, მათ შორის საქართველოში. უფრო მეტიც, USAID-გან განსხვავებით, რომელსაც გამჭვირვალობის რაღაც ხარისხი მაინც ჰქონდა, NED-ი იყო სრულიად გაუმჭვირვალე და პირდაპირ, ფაქტობრივად, მისი აქტივები იყო ფარული სპეცოპერაციული ჩარევები.

მათი საქმიანობა პირდაპირ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა და ემსახურებოდა, რაც პირდაპირ უკანონო საქმიანობაა ნებისმიერი კანონმდებლობით. იყო ასევე, მაგალითად, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენების რომანტიზება, სხვადასხვა ტიპის ძალადობრივი ქმედებების რომანტიზება, წახალისება და ამ დაფინანსების შეჩერება პირდაპირ გადაითარგმნება იმაში, რომ საქართველოში აღარ იქნება ფული, ყოველ შემთხვევაში ნაკლები ფული დაიხარჯება ძალადობრივი და უკანონო საქმიანობისთვის“,- აღნიშნა მახაშვილმა.