ლევან მახაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ აჩვენა ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი, ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც არის იმგვარი სიმძიმის დანაშაული, რომ მას შეიძლება, ასევე, მოჰყვეს პატიმრობა. სტრასბურგის სასამართლომ აჩვენა ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი. ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა. ლუბლიანის საოლქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფის ორი და ცილისწამების ერთი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, დაკისრებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას.სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ იყო.