Loading data...
ლევან მახაშვილი: სირიასთან დაკავშირებითაც ეს ჩვენგან გადადგმული კიდევ ერთი მცდელობა იყო, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მოხვედრილიყო მკაფიო ჩანაწერი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

სირიასთან დაკავშირებითაც ეს ჩვენგან გადადგმული კიდევ ერთი მცდელობა იყო, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მოხვედრილიყო მკაფიო ჩანაწერი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

„ჩვენ ვიყენებთ ყველა პლატფორმას, იქნება ეს საერთაშორისო პლატფორმა, საჯარო განცხადებები, თუ არასაჯარო განცხადებები და დიპლომატიური საქმიანობა, რომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სირიის ახალ ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისკენ მოუწოდებს. ჩანაწერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში ქართული დელეგაციის ძალისხმევით გაჩნდა.