1790247744
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: შეხვედრის მიზნები არის მიღწეული, ჩვენ გამოვხატეთ ძალიან მკაფიო მზაობა ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის, თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით
„შეხვედრის მიზნები არის მიღწეული. ჩვენ გამოვხატეთ ძალიან მკაფიო მზაობა ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის, თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დელეგაციამ ისაუბრა ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც მასპინძლებისთვის იყო საინტერესო.
„დეტალურად ვისაუბრეთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც მათთვის იყო საინტერესო, საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე, რეგიონულ პროცესებზე, ოკუპაციაზე და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რა პერსპექტივა და რა სივრცეები არსებობს, განსაკუთრებით ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ნაწილში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.