Loading data...
ლევან მახაშვილი – საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ

„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია. გრძელი და საქმიანი პროცესი იქნება, მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

მახაშვილის თქმით, ლუქსემბურგში ვიზიტის მიზნები მიღწეულია.

„ჩვენ გამოვხატეთ მკაფიო მზაობა ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით. საქართველო მხოლოდ სამართლიან მოპყრობას, ობიექტურ შეფასებას და დამოკიდებულებას ითხოვს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, რა პერსპექტივა არსებობს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ვიზიტი შედგა“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიაში იმყოფებოდა, ახლა კი, პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლუქსემბურგში გრძელდება.