Loading data...
ლევან მახაშვილი: საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას

„საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას“,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გამართულ სხდომებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მოსახლეობას აქვს არაერთი კითხვის ნიშანი და საგამოძიებო კომისია კი, სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ემსახურება.

„ამ პროცესს უნდა ჰქონდეს სათანადო შეფასება, როგორც პოლიტიკურად, ასევე, სამართლებრივად და საგამოძიებო კომისია ამ პროცესის შესწავლას გააგრძელებს.

 რაც შეეხება აგვისტოს ომის საკითხს, აქ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაფერი ცხადია, რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებდა სამართლებრივ ომს რუსეთის წინააღმდეგ და აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. აქ ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ მოსახლეობას აქვს არაერთი კითხვის ნიშანი და მათ აქვთ უფლება რომ გაიგოს საკუთარმა ხელისუფლებამ რა გააკეთა იმისათვის, რომ ეს ტრაგედია აცილებული ყოფილიყო. 

საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა მმართველმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას. ეს კითხვები არსებობს და ამას სჭირდება საფუძვლიანი პასუხები“, - აღნიშნავს მახაშვილი.