ლევან მახაშვილი: პარლამენტში მანდატების აღდგენა არის კონსტიტუციური პროცესი, საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის დღევანდელ პარლამენტში, ამიტომ, 2028 წლის არჩევნებამდე ეს საკითხი არის დახურული
„რაც შეეხება მანდატების აღდგენას, ესაა კონსტიტუციური პროცესი, საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის დღევანდელ პარლამენტში, ამიტომ, 2028 წლის არჩევნებამდე ეს საკითხი არის დახურული“, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს გულწრფელი სურვილი, დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები არის საუკეთესო ტესტი ამისთვის.
„გასულ პერიოდს თუ გავიხსენებთ, ხელისუფლება ვხსნიდით სივრცეს, ვთავაზობდით ჩართულიყვნენ [ოპოზიცია] პროცესებში, მაგრამ ვნახეთ სრულიად საპირისპირო - მაქსიმალური რადიკალიზმი, მანდატების დაყრა, უარი ჩართულობაზე. ზოგიერთი მათგანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც არ ჩაერთო. რაც შეეხება მანდატების აღდგენას, ესაა კონსტიტუციური პროცესი, საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის დღევანდელ პარლამენტში, ამიტომ, 2028 წლის არჩევნებამდე ეს საკითხი არის დახურული. თუ ვინმეს აქვს გულწრფელი სურვილი, დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები არის საუკეთესო ტესტი ამისთვის. თავის დროზე როდესაც ცდილობდნენ მანდატები დაეყარათ, ან აეღოთ, მაშინ როგორც ჩანს, სხვა დავალება იყო და ამ დავალებას გაჰყვნენ“, - აღნიშნა მახაშვილმა.