Loading data...
ლევან მახაშვილი: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური პირამიდაა, სადაც თავმოყრილები არიან თაღლითები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტია არ არის, პოლიტიკური პირამიდაა, სადაც თავმოყრილები არიან თაღლითები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ამ პოლიტიკური პირამიდის რღვევა და მოშლა მიდის.

„მათი ხელმძღვანელები, რომლებიც ამ დანაშაულებრივი პირამიდის შემქმნელი იყვნენ, მათგან ზოგი კანონის წინაშე სასჯელს იხდის. ახლა პოლიტიკური პირამიდის რღვევის პროცესს და ერთმანეთზე რაღაცების გადაბრალება-გადმობრალებას ვაკვირდებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ერთი დიდი დაჯგუფებაა და მათ რიგებში დაპირისპირება, შეიძლება, მაცდური იყოს, რომ დასკვნები გამოვიტანოთ. მათი აწყობა გარე დაკვეთის შესაბამისად ხდება ხოლმე.

ყოველ გაზაფხულზე ახალ ალიანსს აყალიბებენ. მათი ალიანსი შექმნის დღიდან მკვდარი ორგანიზაცია იყო. ეს თავიდანვე მოაზრებული იყო, რომ თითქოს რაღაც ახალი ხდებოდა, მაგრამ ვინც ამ ალიანსს სათავეში უდგას, მათთვის ყველაზე მთავარი გარე დავალებებია. მათი მთავარი სამიზნეა არა ქართველი ხალხი, არამედ საკუთარი უცხოელი პატრონები“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.