Loading data...
ლევან მახაშვილი: მთლიანი კვირა არა მხოლოდ პარლამენტის ჩამოყალიბებას, არამედ ასევე, მთავრობის ფორმირებას, სამთავრობო პროგრამის განხილვას დაეთმობა

„მთლიანი კვირა არა მხოლოდ პარლამენტის თავად ჩამოყალიბებას, არამედ, ასევე, მთავრობის ფორმირებას, სამთავრობო პროგრამის განხილვას დაეთმობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„დღის წესრიგი ითვალისწინებს ხელმძღვანელი პირების, კომიტეტების ჩამოყალიბებას და ა.შ. პირველი დღე სწორედ ამაზე ვიმუშავებთ. მთლიანი კვირა არა მხოლოდ პარლამენტის თავად ჩამოყალიბებას, არამედ ასევე, მთავრობის ფორმირებას, სამთავრობო პროგრამის განხილვას დაეთმობა. ეს არის ძირითადი საკითხები, რაზეც შემდეგი კვირის მანძილზე, მე-11 მოწვევის პირველ სხდომაზე ვისაუბრებთ“, - აღნიშნა მახაშვილმა.