ლევან მახაშვილი: მოლდოვის პრეზიდენტმა მიხედოს თავის ქვეყანას და გადაარჩინოს გაუქმებას
მაია სანდუ არის მოლდოვის პრეზიდენტი, მიხედოს თავის ქვეყანას და გადაარჩინოს გაუქმებას, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მაია სანდუს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა.
მახაშვილის თქმით, მოლდოვის პრეზიდენტის ამ განცხადების მიზანი საქართველოს რეპუტაციის დაზიანებაა.
„ის [სანდუ] არის მოლდოვის პრეზიდენტი, მიხედოს თავის ქვეყანას და გადაარჩინოს გაუქმებას. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, რა განცხადებებს აკეთებდა ისიც და მისი კოლეგებიც საქართველოსთან დაკავშირებით გასული წლების განმავლობაში, დავინახავთ იმ ტენდენციას, რაც არის, რომ მათი მთავარი მიზანია ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება. დღეს გადაწყვიტეს, როგორც ჩანს, რომ ის [სანდუ] უნდა იყოს ხმა, რუპორი ამ დაზიანების, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვის ეს უკვე მხოლოდ ღიმილისმომგვრელია“, - აღნიშნა მახაშვილმა.