ლევან მახაშვილი: ვიზრუნებთ იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ რეალობას, რაშიც არის საქართველო
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ რეალობას.
„გამოვკვეთთ თუ რაიმე პრობლემა არსებობს ამ ფასების წარმოქმნაში და, რაც ყველაზე მთავარია, ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ რეალობას, რაშიც არის საქართველო.
ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს იყო მათი მოთხოვნაც და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებული ვართ, ეს საკითხი ბოლომდე შევისწავლოთ, გავასწოროთ, თუ რამეა გასასწორებელი საკანონმდებლო კუთხით თუ არსებული პრაქტიკით, გამოვიძიოთ, თუ რამეა გამოსაძიებელი - ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან საინტერესო, რამდენიმეთვიანი პროცესი, რომლის საბოლოო მიზანი არის ფასების შემცირება იმ მიმართულებებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აღელვებს ჩვენს მოსახლეობას და ყველა ჩვენგანს“, - აცხადებს მახაშვილი.