ლევან მახაშვილი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: კარგია, რომ საზოგადოებრივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო
გორში დაგეგმილი „კორძის“ კონცერტი გაუქმდა. აღნიშნულ საკითხს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა.
„კარგია, რომ საზოგადოებრივმა პროტესტმა თავისი შედეგი გამოიღო, იმიტომ რომ შეუძლებელია ვისმე ნორმალურ საზოგადოებაში მოეწონოს ასეთი ტიპის წახალისება რადიკალიზაციის და ძალადობის ნებისმიერ საზოგადოებაში.
კიდევ ერთხელ, ვისგან, როგორ და რანაირად გადაწყდა შიგნით ეს დეტალები ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი შედეგი არის სწორი და თუ ეს იყო ბრიუსელის მხრიდან ან წარმომადგენლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ მათ შეგვიძლია მოვუწონოთ ეს გადაწყვეტილება და მომავალშიც დაფიქრდნენ, სანამ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად შეაფასონ თავიანთი წვლილი და პასუხისმგებლობა ამ პროცესებში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.