ლევან მახაშვილი: ჯო უილსონს კონკრეტული ფინანსური ინტერესები აქვს, რომელიც პირდაპირ მიბმულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, გასაგებია, რატომ ისმის მისგან უსაფუძვლო ბრალდებები
„ჯო უილსონს სერიოზულად ამერიკაშიც არ აღიქვამენ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ჯო უილსონს კონკრეტული ფინანსური პოლიტიკური ინტერესები აქვს, რომელიც პირდაპირ მიბმულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„ჯო უილსონს სერიოზულად ამერიკაშიც არ აღიქვამენ. ამ ადამიანის ინტერესები ვნახეთ. მას კონკრეტული ფინანსური პოლიტიკური ინტერესები აქვს, რომელიც პირდაპირ მიბმულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამიტომ გასაგებია, მისგან ეს ჭორაობა და ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებები რატომ ისმის. ჯო უილსონს ურჩევნია, მისი ქვეყნის პოლიტიკას შეხედოს, რა პოლიტიკას აწარმოებს.
ეს ადამიანი საქართველოს იმ თემებზე აბამს, რაც ნეგატიურად და მტკივნეულად აღქმულია საკუთარ ქვეყანაში. ამით საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის დაზიანებას ცდილობს, მათ შორის იმ ძალიან პოზიტიური შეხვედრების დინამიკის და ურთიერთობების, რაც იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ჩემი კოლეგების ამერიკაში ვიზიტის დროს. ამითაა ნაკარნახევი მთელი ეს პროცესი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.