ლევან მახაშვილი: ის რიტორიკა, რაც ჩადებულია ე.წ. „მეგობარ აქტში“, პირდაპირ წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებთან, ასევე აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან

„ის შინაარსი, რიტორიკა, რაც ჩადებულია ე.წ. „მეგობარ აქტში“, პირდაპირ წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებთან, ასევე აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, პირდაპირი ფინანსური შეკვეთით ცალკეული კონგრესმენები მაინც ცდილობენ ამ აქტის გატანას და იმ რადიკალიზაციის წახალისებას, რაც საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში ვიხილეთ.
„რასაც ვხედავთ, არის ის, რომ პირდაპირი ფინანსური შეკვეთით და, მათ შორის, ფინანსური ინტერესის გათვალისწინებით ხდება ცალკეული კონგრესმენების მიერ მაინც, ჯიქურ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას, მაინც ცდილობენ ამ აქტის გატანას და ამ გზით იმ რადიკალიზაციის წახალისებას, რაც საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში ვიხილეთ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.