Loading data...
ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება დაუბრუნდეს მამა-პაპისეულ სახლებს

„იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება დაუბრუნდეს მამაპაპისეულ სახლებს“, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„როდესაც ვსაუბრობთ ერთ-ერთ ეროვნულ ამოცანაზე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ამ პროცესის საკვანძო საკითხია იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ღირსეული დაბრუნება თავიანთ სახლებში - ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება, რომ დაუბრუნდნენ მამაპაპისეულ სახლებს“, - აღნიშნა მახაშვილმა.