ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, ბრიუსელი დაინახავს, რომ ეს არის კეთილი სურვილი და არა აზრს მოკლებული კრიტიკა, რომ პატივი სცენ პარტნიორებს, ნაცვლად შანტაჟის და პოლიტიკური ზეწოლისა
იმიტომ ხდება და ვხედავთ ასეთ თანხვედრას [აშშ-სთან], რომ ჩვენ ვსაუბრობდით სიმართლეს და მივუთითებდით ბრიუსელს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი გზა საკუთარი თავის წარმოჩენისა და რეალიზებისთვის მთელ მსოფლიოში, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ბრიუსელი დაინახავს, რომ ეს არა აზრს მოკლებული კრიტიკა, არამედ კეთილი სურვილია.
„იმედი გვაქვს, არ იქნება ეს უბრალოდ ცარიელი სიტყვები და ბრიუსელი დაინახავს, რომ ეს არა აზრს მოკლებული კრიტიკაა, არამედ კეთილი სურვილია მისი პარტნიორების, რომ გაიჯანსაღონ საკუთარი თავი, გახდნენ უკეთესები, პატივი სცენ პარტნიორებს და არა ის, რომ შანტაჟითა და პოლიტიკური ზეწოლით თავს მოახვიონ თავიანთი არასწორი პოლიტიკა“, - აღნიშნა მახაშვილმა.