ლევან მახაშვილი: გაუგებარია ხშირად, რა უჭირს ხოლმე ასეთი ევროკავშირის დელეგაციას, რომ მაინცდამაინც რადიკალიზმით ცნობილმა სახეებმა უნდა ილაპარაკონ დემოკრატიის საფუძვლებზე, პირველ რესპუბლიკაზე და ა.შ.

„გაუგებარია ხშირად, რა უჭირს ხოლმე ასეთი ევროკავშირის დელეგაციას, რომ მაინცდამაინც რადიკალიზმით ცნობილმა სახეებმა უნდა ილაპარაკონ დემოკრატიის საფუძვლებზე, პირველ რესპუბლიკაზე და ა.შ., - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბექა კობახიძესთან დაკავშირებით.
ლევან მახაშვილის თქმით, სხვა ლოგიკური ახსნა არ არის, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი, ის სახე და ის იდეოლოგია, რომელსაც ის წარმოადგენს, როგორც ჩანს არის მათთვის მისაღები და ნორმალური.
„ეს არის, როდესაც ვამბობთ ხოლმე დანანებით, რომ დასანანია, რომ სწორედაც ამ ძალადობასთან და ზიზღის ენასთან ასოცირებს ხოლმე ზოგიერთი უცხოური ძალა. ეს არის რეალურად მათი სახე“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ბექა კობახიძე საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ევროპული განათლების შესახებ საუბრობს.