Loading data...
ლევან მახაშვილი: ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები

„ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები“, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„პოლიტიკა დროებითია, რაც არ არის დროებითი, ესაა ეროვნული ინტერესები. საქართველოს ხელისუფლება გაჰყვება ეროვნულ ინტერესებს, ეს იქნება ზეწოლის, თუ არა ზეწოლის ქვეშ და ამ ტრაექტორიას გავაგრძელებთ. ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები. თუმცა, არ ვიქნებოდი ისე პოზიტიურად განწყობილი, როგორც აშშ-ს მიმართულებით ამ ეტაპზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იმის გამო, რომ საერთო ინტერესები გვაქვს, ადრე თუ გვიან მაინც მივალთ პოზიტიურ დღის წესრიგამდე“, - აღნიშნა მახაშვილმა.