Loading data...
ლევან მახაშვილი: ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში, დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი

„ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში. დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მაგალითზეც კი შეიძლება ითქვას თუ რამდენად არაკომპეტენტური და არადიპლომატიური მიდგომები აქვს კაია კალასს.

„ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში. თუ კი ოდესმე მას ესაჭიროებოდა, მთელი მისი შექმნის ისტორიის განმავლობაში პროფესიონალი, კომპეტენტური, გამოცდილი, დიპლომატი ადამიანი არის სწორედ ახლა. დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი. რა თქმა უნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია მას შეცვლიან, არ შეცვლიან, ისე ჩათვლიან თუ ასე ჩათვლიან მაგრამ საქართველოს გადმოსახედიდან, იმ ისტორიიდან გამომდინარე, რა არაკომპეტენტური, არადიპლომატიური და უსამართლო დამოკიდებულება ჰქონდა კაია კალასს საქართველოსადმი ჩვენ, რა თქმა უნდა ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, ბევრად გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს აი, ამ მნიშვნელოვან, საკვანძო თანამდებობაზე“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, კაია კალასის კრიტიკა ბრიუსელში გრძელდება. ამჯერად ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დაუპირისპირდა. ლოპესმა კალასზე თქვა, რომ ის თანამდებობისთვის შეუფერებელია.