Loading data...
ლევან მახაშვილი: EMAAR ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულების დოკუმენტი თუ გასაჯაროვდება, შემდეგ სხვა მიზეზს მოიგონებენ, რათა პროექტის დისკრედიტაცია მოახდინონ

პროექტის დისკრედიტაციის მკაფიო პროცესი მიმდინარეობს. რაიმე პრობლემას არც დოკუმენტების გასაჯაროებაში ვხედავ და არც სხვა მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა EMAAR ჯგუფთან დადებულ ხელშეკრულებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„მთელი ეს დრამა ემსახურება, რომ პროექტის დისკრედიტაცია მოხდეს. დოკუმენტი თუ გასაჯაროვდება, შემდეგ სხვა მიზეზს მოიგონებენ. მიზეზებს ეძებენ, რათა პროექტის დისკრედიტაცია მოახდინონ. თუ საჭიროა, პროექტი გასაჯაროვდება და ხელისუფლება უკან არ დაიხევს, რომ ამ პროექტს გამჭვირვალედ, ანგარიშვალდებულებით მოეკიდოს. რეალური პრობლემა ის კი არ არის, რომ არაბები დაგვესხმებიან თავს ან პროექტში რაიმე პრობლემაა, არამედ პროექტის დისკრედიტაცია უნდათ“, - აღნიშნა მახაშვილმა.