ლევან მახაშვილი დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერზე: თუ კონტექსტს შევხედავთ, რა კონტექსტში ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინფორმაციას, მე მგონი ცხადია, რომ იგი ცდილობს მართლმსაჯულებიდან თავის დაძვრენას
„იმდენად ტყუილია და აცდენილია ეს ყველაფერი რეალობას, რომ ამ 2-3-წუთიან საუბარშიც კი, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა, ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერის კომენტირებისას.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს მართლმსაჯულებიდან თავის დაძვრენას
„კვლავ საქმე გვაქვს ერთის მხრივ აშკარა მცდელობასთან, რომ დავით გარეჯის თემით მოახდინონ საზოგადოების ემოციებზე თამაში, მეორეს მხრივ გვყავს ადამიანები, რომლებიც ამ ადამიანის ტრაგიკული ბედით თამაშობენ და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში.
როდესაც ერთი ადამიანი ავრცელებს რაღაც ინფორმაციას, აშკარად იკვეთება მისი კონკრეტული ინტერესი ამ პროცესის უკან. თუ კონტექსტსაც შევხედავთ, რა კონტექსტში ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინფორმაციას, მე მგონი ყველაფერი ცხადია ასევე, რომ იგი ცდილობს მართლმსაჯულებიდან თავის დაძვრენას“, - აღნიშნა მახაშვილმა.