ლევან მახაშვილი: ჩავთვალოთ, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაში ფარული დღის წესრიგი არ არის, თუმცა მომავალი აჩვენებს ამას. უკრაინელები ხედავენ, რომ საქართველოს გარიყვა არ გამოვიდა და არ უნდათ თავიანთი კარტები დაყარონ
„ჩავთვალოთ, რომ ფარული დღის წესრიგი არ არის, თუმცა მომავალი აჩვენებს ამას. ამ ეტაპზე რაც არის, უკრაინელები ხედავენ, რომ საქართველოს გარიყვა არ გამოვიდა და არ უნდათ თავიანთი კარტები დაყარონ“, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა ჰკითხა, რა ინტერესი აქვს ოფიციალურ კიევს, რომ ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებას.
„ვიქნები მაინც პოზიტიურ ჩარჩოებში. ჩავთვალოთ, რომ ფარული დღის წესრიგი არ არის, თუმცა მომავალი აჩვენებს ამას. ამ ეტაპზე რაც არის, უკრაინელები ხედავენ, რომ საქართველოს გარიყვა არ გამოვიდა და არ უნდათ თავიანთი კარტები დაყარონ. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი, გავლენა რეგიონში და ომი იქნება, თუ არა, სურთ საქართველოსთან პრაგმატული ურთიერთობები ჰქონდეთ. ურთიერთობა საკმაოდ ხისტი ფორმებით დაზიანდა უკრაინის მხრიდან და რაღაც დრო და ენერგია იქნება ნამდვილად საჭირო, რომ ნდობა აღვადგინოთ“, - აღნიშნა მახაშვილმა.