Loading data...
ლევან მახაშვილი 4 ოქტომბერზე: ვერავინ გაექცევა ვერც სამართლებრივ და ვერც პოლიტიკურ შეფასებას

„ეს იყო კარგად ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი მცდელობა შიგნით ძალადობის და გარეთ ამ ძალადობის შეფუთვის და გამართლების. ვერავინ ვერ გაექცევა ვერც სამართლებრივ და ვერც პოლიტიკურ შეფასებას“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობასა და ამ პროცესზე ევრობიუროკრატების დუმილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევრობიუროკრატებს მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ამ პროცესზე.

„წუთი - წუთში და საათი - საათში მიდიოდა ძალადობა და საგარეო განცხადებები. ფაქტი იყო, რომ იმდენად სინქრონიზებული იყო ეს პროცესი, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი მცდელობა შიგნით ძალადობის და გარეთ ამ ძალადობის შეფუთვის და გამართლების. ამ პროცესს ექნება, როგორც სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური შეფასება. ვერავინ ვერ გაექცევა ვერც სამართლებრივ და ვერც პოლიტიკურ შეფასებას.

როდესაც საუბარი გვაქვს საგარეო პატრონებზე, რომლებიც მფარველობდნენ ამ პროცესს, ბუნებრივია ისინი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, სადაც საქართველოს მოსახლეობას ძალიან მკაფიოდ არ უპასუხებენ რეალურად რატომ აკეთებდნენ ამ პროცესს. და თუ ვინმე არ აკეთებდა, მკაცრად არ დაგმობენ და არ გაემიჯნებიან ამ პროცესს“, - აღნიშნა მახაშვილმა.