ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, როგორ უბედურ დღეშია მთლიანად ოპოზიცია

„ჩვენ ვხედავთ, როგორ უბედურ დღეშია მთლიანად ჯამურად რადიკალური ოპოზიცია, ოთხივე რადიკალური პარტია, ვისაც ჩვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას ვუწოდებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოთხივე პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება, თუმცა ყველას სურს, რომ ამ გარე ძალების ფავორიტი იყოს და შესაბამისად, არავის უნდა ფავორიტობის დათმობა.
„დაპირისპირებაა უშუალოდ ამ პარტიებს შორის, დაპირისპირებაა ამ პარტიის წევრებს შორისაც. ისინი ერთი ვერტიკალიდან იმართებიან, თუმცა ყველას სურს, რომ ამ გარე ძალების ფავორიტი იყოს და შესაბამისად, არავის უნდა ფავორიტობის დათმობა, ვინაიდან, ფავორიტი სარგებლობს მეტი პრივილეგიით, ფავორიტს აქვს მეტი დაფინანსება და ა.შ.
იმდენად არასერიოზულები არიან, რომ ზოგადად ეს ორი რადიკალური პარტია, რომელიც აცხადებს, რომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, თვე-ნახევარია არჩევნებამდე დარჩენილი და დღემდე არ აქვთ წარმოდგენილი არც სია, არ ჰყავთ წარმოდგენილი არც კანდიდატები, არც მერობის კანდიდატები“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.