Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაცია არის მჭიდში ბოლო ტყვია, რომელსაც მე მგონია, რომ არ გამოიყენებენ, ბევრ ტესტს ატარებენ, ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები

„ვიზალიბერალიზაცია არის მჭიდში ბოლო ტყვია, რომელსაც მე მგონია, რომ არ გამოიყენებენ. ბევრ ტესტს ატარებენ. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, გარე ძალებმა გამოცადეს საქართველოს მოსახლეობა ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს, მაშინ, როდესაც პირველ ჯერზე ქვეყანა სტატუსის გარეშე დატოვეს. თუმცა ვინაიდან ამას რევოლუციური პროცესები არ მოჰყვა, აღარ დაწვეს ხიდები. იგივე ხდება ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაშიც.

„კანდიდატის სტატუსი ჩვენ მეორე მცდელობით, რომ ავიღეთ, ის ძალები დარწმუნებულები, რომ ყოფილიყვნენ, რომ აქ რევოლუცია მოხდებოდა ასპროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ არ მოგვცემდნენ. მაგრამ ვერ დარწმუნდნენ და ხიდების დაწვა არ უნდოდათ ბოლომდე. ზუსტად იგივე არის ვიზალიბერალიზაციაზეც. თუ დარწმუნდნენ ისინი და ბევრ ტესტს ატარებენ - 13 სექტემბერი ტესტი იყო, 4 ოქტომბერი ტესტი იყო, ხვალინდელი დღე ტესტი არის. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები. თუ ისინი დარწმუნდნენ, რომ აქ 90-იანი წლების გამეორება შეიძლება და რევოლუციის მოწყობა შეიძლება, გარანტირებულად გეუბნებით, რომ გაუჩერებენ [ვიზალიბერალიზაციას] მთელს საქართველოს. მაგრამ ვერ დარწმუნდებიან იმიტომ, რომ გამარგინალებულები არიან ეს რადიკალები მთლიანად თავიანთი ლომჯარიებით და გიგაურებით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.