ლევან მაჭავარიანი: ვადამდელი და ხელახალი არჩევნები საქართველოში არ დაინიშნება, როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ჩატარდება 2028 წელს

ვადამდელი და ხელახალი არჩევნები საქართველოში არ დაინიშნება. როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ჩატარდება 2028 წელს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, რა საფუძველი აქვს „გორბის“ კვლევაზე დაფუძნებულ ოპოზიციის აფორიაქებას და რა შემთხვევაში შეიძლება განიხილოს ხელისუფლებამ ვადამდელი, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პერსპექტივა.
„ვადამდელი და ხელახალი არჩევნები საქართველოში არ დაინიშნება. როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ჩატარდება 2028 წელს. ოპოზიციას რა სურს, ეს მეორე საკითხია. ჰიპოთეზურად წარმოვიდგინოთ, არჩევნები რომ ტარდებოდეს, მეტი შანსი აქვთ, თუ რა?! ახლა გველოდება თვითმმართველობის არჩევნები. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ განიხილება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.