Loading data...
ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე მაკრონის პასუხის შესახებ: ბუნებრივია ბატონი მაკრონის წუხილი - არავის უხარია, როდესაც საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყანა ერევა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე ემანუელ მაკრონის პასუხს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს“.

„ბუნებრივია ბატონი მაკრონის წუხილი. არავის უხარია, როდესაც საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებში და მით უმეტეს, კანონების მიღება არმიღებაში უცხო ქვეყანა ერევა. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ლუსტრირებაა იმ უსამართლო დამოკიდებულების, რაც კონკრეტულად საფრანგეთსა და მთლიანად ბრიუსელს საქართველოსთან მიმართებით გააჩნიათ, როდესაც ისინი უხეშად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში.

დღესაც, როდესაც ვიზალიბერალიზაციაზე შანტაჟი მიმდინარეობს, აქაც პირობად გვიყენებენ, რომ თურმე უნდა გავიწვიოთ გამჭვირვალობის ქართული კანონი, ანტიელგბტ პროპაგანდა კანონი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი თავის პოლიტიკას გადახედავს საქართველოსთან მიმართებით.

ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ სამართლიანი დამოკიდებულება და მხოლოდ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პარტნიორობა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.