1746552185
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: თავმჯდომარე გაუძღვება „ქართულ ოცნებას“ იგივე კურსით, რა კურსითაც ჩვენ მივდივართ, ჩვენი მთავარი საყრდენი არის ის, რომ ვინარჩუნებთ ჩვენს იდენტობას

„„ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე არსებულ კურსს გაუძღვება, რომლის მთავარი საყრდენი არის იდენტობის შენარჩუნება და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება“, - ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„თავმჯდომარე გაუძღვება „ქართულ ოცნებას“ იგივე კურსით, რა კურსითაც ჩვენ მივდივართ და შეგახსენებთ, რომ ჩვენი მთავარი საყრდენი არის ის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს იდენტობას, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დამოუკიდებელი, ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ეს ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, ამოსავალი რა გზითაც გააგრძელებს პარტიის წარმატებული გზით სვლას ახალი თავმჯდომარე“, - აცხადებს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, 7 მაისს „ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს.