Loading data...
ლევან მაჭავარიანი: შემიძლია თამამად ვთქვა, ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში

„როდესაც ირაკლი კობახიძეზე ვსაუბრობთ, შემიძლია თამამად ვთქვა,  იგი არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ჩვენი გუნდისთვის ძალიან წაგებიანია, აბსოლუტურად ყველა საქმე გამოვიდა სააშკარაოზე.

რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი - 2 წელი გავიდა, იმ დღიდან ყველა სამთავრობო განკარგულება არის - გამჭვირვალე, მან შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზირების პრაქტიკა, ჩამოაყალიბა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაც არის - კორუფციის გამოვლენა და აღმოფხვრა, სუსის ხელმძღვანელად პარლამენტს წარუდგინა და დავამტკიცეთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. მამუკა მდინარაძის შესაძლებლობებზე რომ დავიწყო საუბარი, ძალიან შორს წავალთ. ხედავთ, როგორ ეფექტურად მუშაობს სუსი კორუფციის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.