1781549441
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საზოგადოება დარწმუნებულია იმაში, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - არ არსებობს ინდულგენცია, ყველანი თანასწორები ვართ კანონის წინაშე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყველა დონეზე და ყველა რგოლში კანონის დარღვევას - კანონით პასუხობს.
„საზოგადოება დარწმუნებულია იმაში, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - არ არსებობს ინდულგენცია, არც რაიმე პოზიცია, არც რაიმე თანამდებობა, არც რამე პროფესია. აბსოლუტურად ყველანი ვართ თანასწორები კანონის წინაშე“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.