Loading data...
ლევან მაჭავარიანი: სამარცხვინოდ იქცევა ქალბატონი ზურაბიშვილი, როგორც საქართველოში, ისე - საქართველოს ფარგლებს გარეთაც

„ძალიან სამარცხვინოდ იქცევა ქალბატონი ზურაბიშვილი, როგორც საქართველოში, ისე - საქართველოს ფარგლებს გარეთაც“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, პრეზიდენტმა გერმანიის კანონმდებლობა დაარღვია.

„სალომე ზურაბიშვილი იმდენად მიეჩვია კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გასვლას და კანონმდებლობის დარღვევას, რომ უკვე მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს და ვეღარ აღიქვამს, საქართველოში იმყოფება თუ მსოფლიოს სხვა წერტილში.

მან, რა თქმა უნდა, დაარღვია გერმანიის კანონმდებლობა იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პროპაგანდა, აგიტაცია, სანამ არჩევნებამდე დარჩენილია სამი თვე. რომ არ დაერღვია, მაშინ უნდა მიემართა გერმანიის მთავრობისთვის და მიეღო სპეციალური ნებართვა. მას ეს არ გაუკეთებია.

სამწუხაროდ, ძალიან სამარცხვინოდ იქცევა ქალბატონი ზურაბიშვილი, როგორც საქართველოში, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთაც“, - აცხადებს მაჭავარიანი.