ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: პროცესმა დაგვანახა, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებები არაკონსტიტუციურია და იმედი აქვს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ყველა მიმართულებით დაკმაყოფილდება.
„პროცესმა დაგვანახა, როგორ უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურა, ჩვენი სარჩელი ძალიან მყარია მტკიცებულებებით და შეგვიძლია საკითხი ორადაც დავყოთ. ერთი - წლები, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და მეორე - 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში არიან.
მათი ქმედებები თავიდან ბოლომდე არაკონსტიტუციურია, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მართავდნენ ქვეყანას, როგორი სისხლიანი რეჟიმი იყო, თუმცა რაც ოპოზიციაში არიან და რამდენი კონფიგურაციაც შემოგვთავაზეს მათი სახით გარე პატრონებმა, იმავეს ემსახურებიან - მათი მიზანია, ქვეყანა იყოს რყევის პროცესში, მუდმივი საბოტაჟირება, პროცესების ქუჩაში გადატანა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფაქტებით არის გამყარებული. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი ყველა მიმართულებით დაკმაყოფილდება“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.