Loading data...
ლევან მაჭავარიანი: საქართველოს მისამართით ბრალდებებს არასოდეს მოჰყვება ფაქტები და მტკიცებულებები

„რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ცრუ ნარატივების გავრცელებას და აბსოლუტურად უაპელაციო ბრალდებებს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა 2025 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე” საუბრისას.

მაჭავარიანის თქმით, საქართველოს მისამართით ბრალდებებს ფაქტები და მტკიცებულებები არასოდეს მოჰყვება.

„არის უბრალოდ აღქმების თეორიაზე დაფუძნებული რაღაც ტიპის ბრალდებები, რომელიც ერთი მხრივ განკუთვნილია იმისთვის, რომ ჟანგბადი მიაწოდონ ოპოზიციას, რადიკალებს, რომლებსაც პულსიც არ ესინჯებათ და მეორე მხრივ განკუთვნილია იმისთვის, რომ რაღაც ტიპის აჟიოტაჟი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში, თუმცა ჩვენი საზოგადოება, რომელიც ისედაც გამოცდილი იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში, ძალიან გაიზარდა. ამ ორგანიზაციის მიერ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება მედიაგარემოს ჩახშობაში რა თქმა უნდა სპეკულაციურია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ პირდაპირ ოპოზიციური პარტიების მედიასაშუალებები ფუნქციონირებენ აბსოლუტურად თავისუფლად”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გაიხსენა 2012 წლამდე საქართველოში არსებული მედიაგარემოც და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში მედიასაშუალებებისთვის ყველაზე პლურალური გარემოა.

„მედია სრულად მიტაცებული იყო. „იმედი“, რომელიც იყო დარჩენილი, როგორც ერთადერთი კრიტიკული მედია, პირდაპირ ეთერში სპეცოპერაციით მიიტაცეს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.