Loading data...
ლევან მაჭავარიანი: რაზეც ისტერიკას ტეხენ „ნაცები“, ეს ნიშნავს რომ სწორ გზაზე ვდგავართ

„რაზეც ისტერიკას ტეხენ „ნაცები“, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომ „ფაქტ-მეტრი“ აღიარებს, რომ მთავრობის მეთაურის მიერ გაკეთებული ეკონომიკური პროგნოზი, დასახელებული რიცხვები და სტატისტიკური მონაცემები სიმართლეს შეესაბამება.

„ეს [„ფაქტ-მეტრის“ აღიარება] კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მათ [ოპოზიციას] არაფერი უხარიათ რაც ჩვენი ქვეყნის წარმატებასთან არის დაკავშირებული ისევე, როგორც დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. ისევე, როგორც აბსურდული კამპანია დაიწყეს „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ინვესტიციასთან დაკავშირებით. ისევე, როგორც აბსურდული კომენტარები გააკეთეს ძალიან მასშტაბურ და ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. ნებისმიერ რამეს, რაც ჩვენი ქვეყნის წარმატებასთან არის დაკავშირებული, ყველაფერს უპირისპირდებიან და ეს ძალიან კარგი ინდიკატორია ჩვენი მოქალაქეებისთვის. რაზეც ისტერიკას ტეხენ „ნაცები“, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.