ლევან მაჭავარიანი: რაც უნდათ ის აპროტესტონ, ოღონდ ნუ გასცდებიან კანონის ფარგლებს, ნუ დაიწყებენ შტურმს პარლამენტზე

„საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ოპოზიციას ნებისმიერი აქციის გამართვა შეუძლია, თუმცა მან ძალადობრივი ხასიათი არ უნდა მიიღოს და კანონის ფარგლებში დარჩეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ეს თითქმის 13 წელი, რაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ამას ცხადყოფს. თუ აქცია იმართება კანონის ფარგლებში, ვისაც რა უნდა ის გააპროტესტოს, რა რაოდენობის ხალხსაც რა უნდა ის გააპროტესტოს და გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება, თუმცა, ხაზგასმით ვამბობ, კანონის ფარგლებში.
როდესაც რაიმე ტიპის აქცია ძალადობრივ ხასიათს იღებს, როგორც ეს იყო ნოემბრის აქციები, პირველი 5 დღე, ადამიანმა თავი უნდა დაიბრმავო, რომ ძალადობრივი არ უწოდო ამ აქციებს, რაც იქ ხდებოდა. რაც უნდათ ის აპროტესტონ, ოღონდ ნუ გასცდებიან კანონის ფარგლებს, ნუ დაიწყებენ შტურმს პარლამენტზე, ნუ დაიწყებენ შეტევას პოლიციაზე“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.