ლევან მაჭავარიანი - რას გვაფრთხილებს ჰერჩინსკი, ბრიუსელის ბიუროკრატებს თუ არ დავუჯერებთ, იმ საშინელ დროში, სამოქალაქო ომში დაგვაბრუნებენ? კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი
პაველ ჰერჩინსკი აქამდე ხელისუფლების კრიტიკით შემოიფარგლებოდა, ამ შემთხვევაში ყველანაირ ფარგლებს გასცდა და პირდაპირ ემუქრება ქვეყანას, ქართველ ხალხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკიმ თავხედური განცხადება გააკეთა.
„რთულია იმის ამოკითხვა, მისი ფრაზების უკან რა იგულისხმება. რა თქმა უნდა, საგარეო უწყებაში მისი დაბარება სწორი იქნება. ეს განცხადება მუქარაა თუ გაფრთხილება, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი და იმავე გამოდის. რას გვაფრთხილებს, თუ ბრიუსელის ბიუროკრატებს არ დავუჯერებთ, იმ საშინელ დროში დაგვაბრუნებენ, რასაც სამოქალაქო ომო ჰქვია? ამას ამბობს? ამას თუ ამბობს, კიდევ უფრო სამარცხვინო ყოფილა, ვიდრე წარმოგვედგინა. მას კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.