Loading data...
ლევან მაჭავარიანი: რაღაც ტიპის თემებზე როდესაც მიდის საუბარი, გარე ჩარევის კუთხით, არც აშშ-ს ვახსენებთ, არც ევროკავშირს - გარკვეულ ძალებზე ვსაუბრობთ, ვეძახით პირობითად „გლობალურ ომის პარტიას“

„ბიძინა ივანიშვილს 2 მილიარდი დოლარი აქვს გაყინული, ყველა სასამართლო ინსტანცია მოგებული აქვს და ფულს არავინ უბრუნებს, არასდროს არც ბიძინა ივანიშვილს და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრს, ჩემი ჩათვლით, აშშ ამაში არ დაგვიდანაშაულებია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

ურნალისტმა მმართველი გუნდის დეპუტატს აშშ-ის საელჩოს ქარდებთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა, რა სტილი და ტაქტიკაა ეს, რა გზავნილია საელჩოს მხრიდან? რომელსაც დეპუტატმა შემდეგნაირად უპასუხა: 

„სავარაუდოდ, ეს ამერიკის საელჩოს უნდა ჰკითხოთ. გუშინ იყო ქარდი, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იყო განცხადება გაკეთებული, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ადანაშაულებს აშშ-ს დე ფაქტო სანქციებთან დაკავშირებით, რის ქვეშაც ის იმყოფება 2022 წლის თებერვლიდან, როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო.

მოგეხსენებათ, 2 მილიარდი დოლარი აქვს გაყინული, ყველა სასამართლო ინსტანცია მოგებული აქვს და ფულს არავინ უბრუნებს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ამასთან დაკავშირებით წერილი გამოსცა, სადაც პირდაპირ არის ხაზგასმული, არასდროს არც ბიძინა ივანიშვილს და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრს, ჩემი ჩათვლით, აშშ ამაში არ დაგვიდანაშაულებია.

რაღაც ტიპის თემებზე როდესაც მიდის საუბარი, გარე ჩარევის კუთხით, არც აშშ-ს ვახსენებთ, არც ევროკავშირს და არც ევროკავშირში შემავალ რომელიმე ქვეყანას, გარკვეულ ძალებზე ვსაუბრობთ, ვეძახით პირობითად „გლობალურ ომის პარტიას“. 

ამერიკაში თუ გადახედავთ, ბოლო ათწლეულია ამ ძალებს ე.წ. Deep State-ს ეძახიან და ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი საუბრობს ამაზე, მაგალითად რობერტ კენედი უმცროსი. თუმცა ჩვენ წითელ ხაზებს არ ვკვეთ, სიღრმეში არ შევდივართ და მხოლოდ ამ [გლობალური ომის პარტია] ტერმინოლოგიით შემოვიფარგლებით“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.