ლევან მაჭავარიანი: რადიკალურმა ოპოზიციამ შეურაცხყოფა მიაყენა თავის ამომრჩეველს, როდესაც არ მიიღო საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, ეს არის მათი რეიტინგის ასეთი დრამატული შემცირების ერთ-ერთი მდგენელი

„გახარიამ აღიარა ცოტა ხნის წინ, რომ ეს [საპარლამენტო ბოიკოტი]იყო ძალიან დიდი შეცდომა, თუმცა ეს მისი შეცდომა არ იყო, ეს მისი გარე უფროსის შეცდომაა, გახარიას შეცდომა კი არის ის, რომ ემორჩილება ამ ბრძანებებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მოსალოდნელია ის, რომ გახარიას პარტიის წევრებმა საპარლამენტო მანდატებით ისარგებლონ.
„მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ შეურაცხყოფა მიაყენა თავიანთ ამომრჩეველს, როდესაც არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა და ძალიან კარგად იაზრებდნენ მაშინაც და ახლაც, თუ რამხელა შეცდომა დაუშვეს ამით. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი და მდგენელი მათი რეიტინგის ასეთი დრამატული შემცირების“, - განაცხადა მაჭავარიანმა.