ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიციისთვის ქართული პოლიცია მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჩაუშალეს რევოლუციის რამდენიმე მცდელობა
მიზანმიმართულ კამპანია პოლიციის წინააღმდეგ - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტები ცალკეული გადაცდომების განზოგადებას მთელ სისტემაზე ცდილობენ, რაც პირდაპირი შეტევაა ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
მმართველი პარტია სამართალდამცველებს, რომლებმაც ქვეყანას რევოლუციის რამდენიმე მცდელობა აარიდეს, მადლობას უხდის, კანონის ნებისმიერ დარღვევაზე კი მკაცრ რეაგირებას აანონსებს.
პოლიციის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის ქართული პოლიცია მიუღებელია, რადგან ისინი საქართველოს ემსახურებიან.
„რადიკალური ოპოზიციისთვის ქართული პოლიცია არის მიუღებელი იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს და მათ ჩაუშალეს რევოლუციის რამდენიმე მცდელობა და ქვეყანას აარიდეს ძალიან დიდი საფრთხე. ათობით პოლიციელის ამორალური საქციელი, ვერ გავრცელდება 45 000-მდე პოლიციელზე. შესაბამისად, ეს არის ყოვლად ამაზრზენია კამპანია“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.