Loading data...
ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები, ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ სისხლი დაიღვაროს

„რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები, რა თქმა უნდა, ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ სისხლი დაიღვაროს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საპროტესტო მუხტის აწევას ცდილობს. 

„რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები, რა თქმა უნდა, ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ სისხლი დაიღვაროს, მოხდეს ცეცხლზე ნავთის დასხმა და საპროტესტო მუხტის კიდევ აწევა. 

მინდა საზოგადოებას შევახსენო, ეს მხოლოდ რადიკალების სურვილები არ არის. როდესაც ჩამობრძანდა ბოლო ჩამობრძანებაზე 8 კაციანი დელეგაცია, სამწუხაროდ, ვიხილეთ ზუსტად იგივე მოწოდებები“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.