Loading data...
ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიცია, თავის მდიდარ „ენჯეოებთან“ ერთად, ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია, თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად. 

„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ისე ნიღბავს, რომ მათთვის ტრაგედია იქნება, თუ ქართველი ხალხი დაისჯება. კი ბატონო, ეს ნამდვილად ქართველი ხალის დასჯაა, მაგრამ თვითონ რადიკალური ოპოზიცია, თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად.

„მაკკეინის ინსტიტუტმაც“ აღიარა, რომ მდიდარი „ენჯეოები“ ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. რადიკალური ოპოზიცია გარე უფროსებს არწმუნებს, რომ ისინი ფაქტობრივად განულებულები არიან და რაღაც ტიპის ჟანგბადი სჭირდებათ. თუმცა, ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ეს ზეწოლა, რომელიც ხორციელდება, არის ხელოვნური", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში.