Loading data...
ლევან მაჭავარიანი: რა ახალ სახეზეა საუბარი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი გუგუნებდა, ნიკა გილაური პრემიერის პოსტს იკავებდა

„ქალბატონ სალომეს არაფრის უფლება არ აქვს, არც მთავრობის დაკომპლექტების და არც პრემიერობის კანდიდატის დასახელების“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანი აცხადებს, რომ ნიკა გილაური „ნაცმოძრაობის“ ძველი სახეა.

„ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი გვისაუბრია. ქალბატონ სალომეს არაფრის უფლება არ აქვს, არც მთავრობის დაკომპლექტების და არც პრემიერობის კანდიდატის დასახელების. თუ კონკრეტულად ნიკა გილაურთან დაკავშირებით უნდა გავაკეთო კომენტარი, იმას ვიტყვი, რომ ქალბატონმა სალომემ აღნიშნა, რომ იმ კანდიდატს, ვისაც გავუჟღერებ რადიკალურ ოპოზიციურ ძალებსო, იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ გააჩნიაო.

როდესაც „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი გუგუნებდა, ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. რა ახალ სახეზეა საუბარი, ჩვეულებრივად „ნაცმოძრაობის“ ძველი სახეა, რომელიც იმ რეჟიმის დროს იკავებდა უმაღლეს თანამდებობას“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.