ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია, ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის დანიშვნას, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს
ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმედის კვირასთან“.
მისი თქმით, ევროპას ერთადერთი უსაფრთხოების გარანტორი ჰყავს და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც ურთიერთობას ვერ ალაგებს.
„ქალბატონი კალასი ორი წელია, ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის დანიშვნას. ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს. ამ განადგურებული ურთიერთობების ფონზე ბატონი ტრამპის გასამასხარავებლად მისი შიშველი ქანდაკება დადგეს ევროპარლამენტში. საერთოდ რაზეა ლაპარაკი?! ევროპას ერთადერთი უსაფრთხოების გარანტორი ჰყავს - აშშ! ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?!“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.