Loading data...
ლევან მაჭავარიანი: პეტერ ფიშერს ბოდიში აქვს მოსახდელი, მაგრამ ბატონი ფიშერი არ აპირებს თავის საქციელებზე ბოდიშის მოხდას

„პეტერ ფიშერს ბოდიში აქვს მოსახდელი, მაგრამ აქაც მიჩვეულები ვართ, რომ ბატონი ფიშერი არ აპირებს თავის საქციელებზე ბოდიშის მოხდას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ყულევის პორტის ირგვლივ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.  

„აქ არის შემდეგი ტიპის 2 ალბათობა. ერთი არის ის, რომ იგი არის არაკომპეტენტური, ხოლო მეორე - კომპეტენტურია და უბრალოდ მავნებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა მესამე ობცია არ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში - იგი არაკომპეტენტურია, თუ კომპეტენტურია, მაგრამ მავნებელი - მას [პეტერ ფიშერს] ბოდიში აქვს მოსახდელი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მაგრამ აქაც მიჩვეულები ვართ, რომ ბატონი ფიშერი არ აპირებს თავის საქციელებზე ბოდიშის მოხდას“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.