1773499454
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი პატრიცია გჟებიკზე: ეს ქალბატონი არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის პოზიციები, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პოლონელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მომზადებული ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში მედიასთან შეაფასა.
„აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი [პატრიცია გჟებიკი] არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ფაქტობრივად, თანამშრომელი. ხელშეკრულებებით მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე. ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს. ლოგიკური ჯაჭვი აწყობილია - ეს ყველაფერი პირდაპირ გამზადებული იყო, პირდაპირ გადატანილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსი ფურცელზე და შემდეგ ამ ფურცელს ხელი მოაწერა იმ ადამიანმა, რომელიც დავალებებს იღებს პოლონეთის მთავრობისგან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.