Loading data...
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის უცხოეთში ვიზიტებზე: გარე უფროსების დარწმუნებას ცდილობენ, რომ თუ ისინი უვიზო მიმოსვლის შეჩერების ბერკეტს გამოიყენებენ, ისეთი ქაოსი შეიქმნება, რომ არალეგიტიმური გზით შეძლებენ ხელისუფლების ჩანაცვლებას

„საქართველოს მხრიდან აბსოლუტურად ყველა პირობა სრულდება 100%-ით, რაც დევს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

დეპუტატი გამოეხმაურა ოპონენტების უცხოეთში გახშირებულ ვიზიტებს და აღნიშნა, რომ ისინი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ცდილობენ.

„მათი გარე უფროსების დარწმუნებას ცდილობენ, რომ თუ ისინი ამ ბერკეტს გამოიყენებენ, საქართველოში ისეთი ქაოსი შეიქმნება, რომ არალეგიტიმური გზით შეძლებენ ხელისუფლების ჩანაცვლებას. საქართველოს მხრიდან აბსოლუტურად ყველა პირობა სრულდება 100%-ით, რაც დევს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.