ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: პირველ რიგში აყენებდნენ ახალგაზრდებს, რომ მომხდარიყო შეტაკება, რომ შემდეგ რაღაც ემოციური კადრები გამოეტანათ იქიდან და ესაუბრათ, რომ თურმე, როგორ შეიძლება ახალგაზრდები იყვნენ დაკავებულები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აქციებზე ახალგაზრდების ბოროტი მიზნებისთვის გამოყენებასა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
მისი თქმით, მენტორები წინა ხაზში აყენებდნენ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირების კადრები დაედოთ.
„ძალიან სამწუხაროა ახალგაზრდების ასეთი მეთოდებით გამოყენება, ბინძური მეთოდებით გამოყენება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს მენტორები რა მორალზე გვესაუბრებიან, როდესაც უკანა რიგებში იდგნენ და პირველ რიგში აყენებდნენ ახალგაზრდებს სწორედ იმიტომ, რომ მომხდარიყო შეტაკება, მათი მხრიდან მომხდარიყო პოლიციაზე თავდასხმა, რომ შემდეგ რაღაც ემოციური კადრები გამოეტანათ იქიდან და შემდეგ ემოციებით ესაუბრათ, რომ თურმე, როგორ შეიძლება ახალგაზრდები იყვნენ დაკავებულები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.