Loading data...
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდნენ, თუმცა ახლა თავიანთ ამომრჩეველს აპარებენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ, რადგან ასეთი ინსტრუქცია აქვთ

„გარე უფროსების ანალიზის შედეგია, რომ უფრო მეტი ფსონი „ლელოსა“ და გახარიაზე დაიდება, რადგან „ნაცმოძრაობა“, როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ მასზე ფსონს ვერ დადებენ. ამ კომბინაციებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა, თუმცა ახლა თავიანთ ამომრჩეველს აპარებენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ, რადგან ასეთი ინსტრუქცია აქვთ.

„ოპოზიცია უკვე ერთმანეთსაც ღალატობს და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე არიან გადასული. ამ დღეში ჩაიგდეს თავი. ისინი ამომრჩეველს ატყუებდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა თავად ერთი მტკიცებულება ვერ დადეს. არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდნენ, თუმცა ახლა თავიანთ ამომრჩეველს აპარებენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ, რადგან ასეთი ინსტრუქცია აქვთ.

მათი გარე უფროსების ანალიზის შედეგია, რომ უფრო მეტი ფსონი „ლელოსა“ და გახარიაზე დაიდება, რადგან „ნაცმოძრაობა“, როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ მასზე ფსონს ვერ დადებენ. ამ კომბინაციებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან ოთხივე რადიკალური ძალა ერთი ხელმძღვანელობისგან იმართება. ეს ის ხალხია, ვინც ბრიუსელში „დანოსებს“ აგზავნის და ქვეყნის დასანქცირებას ითხოვს. რა კონფიგურაციითაც არ უნდა ჩამოყალიბდნენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მათ დიდი ანგარიშით დავამარცხებთ“, – აცხადებს მაჭავარიანი.